Sunday, February 23, 2014

მეცხრე დღე

მედეას დაგეგმილი აქტივობები ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სალიტერატურო ენის დაცვის აუცილებლობის დანახვას.
ნათია ბურნაძემ  წარმოადგინა პროექტის გეგმა-აწმყო შობილი წარსულისაგან - თორნიკე ერისთავის მიხედვით.საინტერესოიყო ზოგადი კითხვა: რატომაა აუცილებელი სამშობლოს ისტორიის ცოდნა.პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეს მოახდინოს მხატვრილი და არამხატვრული ტექსტების ანალიზი და გამოხატონ მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულება. მოიძიებს ინფორმაციას მართლმადიდებლური ცენტრების შესახებ.მსმენელებისაგან მიიღო რჩევები აქტივობასთან დაკავშირებით.
მაგდა მდივანმა წარმოადგინა პროექტი -ქართული ტრადიციები ( როგორ ხვდებიან საქართველოში ახალ წელს). მოსწავლეები გამოიკვლევენ ახალი წლის ტრადიციებს სხვადასხვა კუთხესა და ეპოქაში.საინტერესო იყო პრეზენტატორის კითხვა: რატომ ივიწყებენ ადამიანები წარსულს.
ნატო სკამკოჩაიშვილის პროექტის მიზანი იყო დადგენა იმისა     ეხმარება თუ არა ლიტერატურული ნაწარმოებები თავიანთი ნაკლოვანებების შეცნობაში.მოსწავლეები უნდა დაფიქრდნენ  საზოგადოების უარყოფით თვისებებზე, კრიტიკული თვალით შეხედონ საკუთარ თავს, გაუჩნდეთ თვითგაწმენდის სურვილი. თემის შინაარსის აღწერაში კარგად  ჩანს პრობლემა, რომლის გადაჭრის გზების ძიებასაც ემსდახურება პროექტი.
თემატურ- შინაარსობრივი კითხვები ხელს უწყობს ლიტერატურული ნაწარმოებების ტავისებურებებზე მსჯელობას.
ნინო შაბურიშვილის პროექტი იყო- ჩემი მოგზაურობა
ხათუნა ანდღულაძის- რა როლი აქვს თანამედროვე პოეზიას თინეიჯერთა ცხოვრებაში
პრეზენტატორებმა  მსმენელებისაგან და ტრენერისგან მიიღეს რჩევები და რეკომენდაციები
დიდი მადლობა ქალბატონ მანანას.


No comments:

Post a Comment