Saturday, February 22, 2014

მერვე დღე

 დღევანდელი დღე დაიწყო უკვე შექმნილი დოკუმენტების გადამოწმებით. შემდეგ გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშის შექმნის წესებს  და  შევქმენით  ასეთი  ნიმუში.ვისწავლეთ კითხვარის შექმნა და მისი გამოქვეყნება ბლოგზე.
ვისწავლეთ google. ფორმები. ავტვირთეთ  ჩვენს ბლოგზე საკუთარი პორტფოლიო.გავაზიარეთ და გამოვაქვეყნეთ .დღევანდელი დღე ნაყოფიერი და სასარგებლო იყო , რადგან ფაქტობრივად მოხდა შესწავლილი და  შექმნილი მასალის გამოქვეყნება. 

Sunday, February 16, 2014

ტრენინგები გრძელდება

დასაწყისში გავუზიარეთ ერთმანეთს სასწავლო პროცედურასთან დაკავშირებული ჩვენეული ვერსიები( ის რაც უკავშირდებოდა ჩვენს პროექტს) და მოვახდინეთ შეფასებები.აღინიშნა რომ პორტფოლიოს რუბრიკით მოვახდინოთ სასწავლო პროცედურის სწორად დაგეგმვა. ასევე საჭიროა შეფასებების სწორად შერჩევა. განსხვავებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებზე მორგება. სტანდარტის და დასახული ამოცანების  შესაბამისობაში მოყვანა დაგეგმილ პროცედურებთან.
გავეცანით პრეზენტაციას: გარდნერი-ინდივიდუალური განსხვავებები სწავლების დროს. პრეზენტაციით  გავეცანით იმის საჭიროებას, რომ აუცილებელია მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება
გავეცანით   მოდული 6 აქტივობებს-თვითრეგულირების უნარის განვითარებაზე მოსწავლეებში.
გავეცანით კითხვარს დიფერენცირებულ სწავლებაზე, რომელიც შევინახეთ კურსის რესურსებში
გავეცანით გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსიას და შევადგინეთ ჩვენი პროექტისათვის შესაბამისი ფორმა დავალების უკეთ გააზრებისათვის.
გავეცანით მოსწავლეთა მხარდასაჭერ რესურსებს.
მივიღეთ დავალებები.

Sunday, February 9, 2014

დღე მეექვსე

გავაკეთეთ პრეზენტაციებზე კომენტარები. გავეცანით რამდენიმე აქტივობას: მოსწავლეთა  ჩართვა შეფასების პროცესში, გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსია. გავეცანით შეფასების გეგმებს, შეფასების დაგეგმვის ცხრილებს, შეფასების გეგმის ჩეკლისტს.დავგეგმეთ შეფასება მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომისათვის.ასევე სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტს. გავაკეთეთმოსწავლის ნაშრომის რუბრიკა.

Saturday, February 8, 2014

მეხუთე დღე

ტრადიციულად , მოვახდინეთ წინა მეცადინეობის რეფლექსია გავეცანით ე. წ. დრაივის მუშაობის პრინციპს, რომელიც დაგვეხმარება  გამოცდილების გაზიარებაში. ვისწავლეთ კავშირი მეილსა და დრაივს შორის. გავეცანით მოდულინ 3-ის აქტივობებს. საავტორო უფლებების შესახებ გავრცანით პრეზენტაციას და და კანონმდებლობის ნიმუშებს ამ საკითხთან დაკავშირებით.ვისწავლეთ საინტერესო საიტების და მასალების შენახვა.გავეცანით გამოყენებული ლიტერატურის და საიტების შენახვასდა დოკუმენტების შესაბამისს ფაილებში შენახვას. გავაკეთეთ  მოსწავლის ნამუშევრის ტიპის პრეზენტაცია.

Sunday, February 2, 2014

მეოთხე დღე

ტრენინგის დასაწყისში მოვახდინეთ წინა დღის რეფლექსია.

გავეცანით შეფასების  ხუთ მიზანს
შევქმენით დროში გაწერილი შეფასების გეგმა და შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
მოსწავლეების საჭიროებების მიხედვით შევადგინეთ შეფასების სქემა ჩვენი პროექტისათვის.
გავეცანით მოსწავლეთა საჭიროებების შეფასების კრიტერიუმების ჩამონათვალს
გავეცანით პროექტის პრეზენტაციის ნიმუშს  და შევქმენით საკუთარი პროექტის პრეზენტაცია
გავეცანით მოსწავლეთა საჭიროებების შეფასების კრიტერიუმების ჩამონათვალს

Saturday, February 1, 2014

მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღის დასაწყისში მონაწილეებმა გავაკეთეთ კომენტარები ერთმანეთის ბლოგებზე. ვნახეთ ერთმანეთის მიერ შექმნილი საპროექტო ბუკლეტები
გავეცანით მოდული პროექტის მიზნებისა და მიმართულების შესახებ.
დავსახეთ პროექტის ამოცანები და შედეგები. გავეცანით მიმართულების მიმცემ კითხვებს: ზოგად,  თემატურ და შინაარსობრივს. გავეცანით დამხმარე სიტყვებს, რომლებიც დაგვეხმარება ადეკვატური კითხვების შედგენაში.