Sunday, February 2, 2014

მეოთხე დღე

ტრენინგის დასაწყისში მოვახდინეთ წინა დღის რეფლექსია.

გავეცანით შეფასების  ხუთ მიზანს
შევქმენით დროში გაწერილი შეფასების გეგმა და შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
მოსწავლეების საჭიროებების მიხედვით შევადგინეთ შეფასების სქემა ჩვენი პროექტისათვის.
გავეცანით მოსწავლეთა საჭიროებების შეფასების კრიტერიუმების ჩამონათვალს
გავეცანით პროექტის პრეზენტაციის ნიმუშს  და შევქმენით საკუთარი პროექტის პრეზენტაცია
გავეცანით მოსწავლეთა საჭიროებების შეფასების კრიტერიუმების ჩამონათვალს

Saturday, February 1, 2014

მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღის დასაწყისში მონაწილეებმა გავაკეთეთ კომენტარები ერთმანეთის ბლოგებზე. ვნახეთ ერთმანეთის მიერ შექმნილი საპროექტო ბუკლეტები
გავეცანით მოდული პროექტის მიზნებისა და მიმართულების შესახებ.
დავსახეთ პროექტის ამოცანები და შედეგები. გავეცანით მიმართულების მიმცემ კითხვებს: ზოგად,  თემატურ და შინაარსობრივს. გავეცანით დამხმარე სიტყვებს, რომლებიც დაგვეხმარება ადეკვატური კითხვების შედგენაში.

Sunday, January 26, 2014

ტრენინგის მეორე დღე

26.01.2014
მოვახდინეთ
პირველი  სატრენინგო დღის რეფლექსია
პროექტების იდეების ერთმანეთისათვის გაზიარება
შევავსეთ პროექტის გეგმის შაბლონი, რომელიც შევიტანეთ დოკუმენტებში
გავეცანით ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებს და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, რომლებიც შესაბამისობაში მოვიდოდა ჩვენს პროექტთან
გავეცანით სარეკლამო ბუკლეტების შაბლონებს
ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადება და მოვათავსეთ სასწავლო პროექტების დამხმარე ფაილში.

Saturday, January 25, 2014

ტრენინგის პირველი დღე

დასაწყისში გავეცანით ჯგუფის წევრები ერთმანეთს და გავუზიარეთ მოლოდინები.ტრენერმა ქალბატონმა მანანა კვინიკაძემ გაგვაცნო ტრენინგის  მოდული. მივიღეთ ინფორმაცია პროექტების საშუალებებსა და რესურსებზე, 21 საუკუნის უნარ-ჩვევებზე, სასწავლო ღონისძიებების ეფექტურ დაგეგმვაზე, შინაარსობრივ თემატურ და ზოგად კითხვებზე. შევქმენით პორტფოლიო და გავეცანით პორტფოლიოს რუბრიკებს. სასწავლო რესურსები შევიტანეთ პორტფოლიოს რუბრიკა და პროექტის მახასიათებელი ჩეკლისტი. შევქმენით ბლოგი და დავწერეთ პირველი დღის რეფლექსია.